ჩრდილო დასავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში გზაზე ავტობუსის გადაადგილებისას ასფალტზე უეცრად დიდი ნაპრალი წარმოიქმნა და მანქანა ჩავარდა დიდ ორმოში, რა დროსაც 6 ადამიანი გარდაიცვალა და 16 დაშავდა. ამის შესახებ წერს BBC-ი.
გამოცემის თანახმად, ზემოხსენებული ფაქტი მოხდა ქალაქ შინინგში, ერთ-ერთი ადგილობრივი საავადმყოფოს წინ . ინციდენტის დროს ვრცელი ორმოს უეცარი წარმოქმნის შედეგად ავტობუსთან ერთად ფეხითმოსიარულე გამვლელებიც ჩაცვივდნენ. მანქანა ხვრელში ჩავარდნის დროს აფეთქდა- გამვლელებმა სცადეს დაშავებულთა გადარჩენა, თუმცა ორმოს გაფართოების გამო ტერიტორია დატოვეს.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ორმო 10 მეტრი სიღრმის იყო. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება ხოლმე ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე, რაც გამოწვეულია უხარისო გზების გამო, რომლებიც სახელდახელოდ არასტანდარტულად სწრაფად იგება ხოლმე.
მასალის გამოყენების პირობები






