ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, ხორვატიის საზოგადოებაში კორუფციის განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლაში კარგი ნიშნების მისაღებად გადაწერის ხერხსაც მიმართავენ, აღქმულნი არიან, როგორც „გმირებად“. ინფორმაციას ავრცელებს GUARDIAN-ი.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, რომელიც თავის პოსტს არჩევნებში დამარცხების შედეგად ტოვებს, აცხადებს, რომ კორუფცია, რომელიც მძლავრადაა ხორვატიის საზოგადოებაში სწორედ სკოლიდან იწყება.
მისი თქმით, ისინი ვინც, ყველაფერს დიდი შრომისმოყვარეობის ფასად აკეთებენ უწოდებენ მონდომებელ, გამრჯე, გულითად, მუყაით მუშაკებს უწოდებენ, ხოლო ისინი ვინც ტესტებს იწერენ და ხშირად პლაგიატით არიან დაკავებულნი, გმირებად არიან მოხსენიებულნი.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლინდა ამ შედარებებს აკეთებდა კორუფციაში გახვეული ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ხაზგასასმელად, რომელიც გასულ თვეს დააკავეს და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მან 10 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამი აიღო ხორვატული ნავთობის კომპანიისგან.
მასალის გამოყენების პირობები






