აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის , UFC-ის ხელმძღვანელმა დეინ უაიტმა სამსახური შესთავაზა ჰავაის კუნძულებზე, მაღაზია “BESTBUY”-ის ყოფილ გამყიდველს, 24 წლის სამერ ტაპასა-სატარაკის, რომელიც მძარცველის ცემის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე წერს უაიტი.
„ამ ზაფხულს ტაპასა-სატარაკი, რომელმაც მაღაზიაში მძარცველი შეაჩერა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ ვიქენდებზე მივფრინავ მასთან ჰავაიში, რათა 18 იანვარს დაგეგმილ კონორ მაკგრეგორსა და „კოვბოის“ დაგეგმილ ბრძოლაზე დასასწრები საჭირო ბილეთი გადავცე. მე მსურს რომ მან ჩემთან იმუშაოს“ ,- განაცხადა UFC-ის ხელმძღვანელმა INSTAGRAM-ის საკუთარ გვერდზე.
ინციდენტი ჰავაის კუნძულებზე გასული წლის დეკემბერში მოხდა. სამერ ტაპასა-სატარაკიმ ძალის გამოყენებით შეაჩერა კაცი, რომელიც მაღაზიიდან დინამიკების ყუთის გატანას ცდილობდა. დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა ვიდეოკადრები, რომელის ასახავს მომსახურე პერსონალის მიერ მძარცველი ცემის ფაქტს.
მასალის გამოყენების პირობები






