აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გადაყენებული ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ე.წ ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი.
„რაულ ხაჯიმა არ მიიღბს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი კუალუარებში გადაინაცვლებს, ხაჯიმა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, რათა „ქვეყანაში“ წესრიგი დამყარდეს“. მან რთული პოლიტიკური გზა განვლო. ის 5 წლის მანძილზე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. პირველად მისი მმართველობის დროს შესრულდა ქვეყნის ბიუჯეტი. მის მიერ შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო. ჯერ ძალიან ადრეა, მისი საქმიანობის შესაფასებლად ,- აცხადებს ბარციცი.
„დაე მოვიდეს ქვეყნის მმართველ ორგანოებში ისეთი ხალხი, ვისაც რეალურად ძალუძს, გააერთიანოს ჩვენი ხალხი“
შეგახსენებთ, რომ 4 დღის წინ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მომხრეებს მოუწოდეს, რომ 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ, რა დროსაც მთავრობის მხარდამჭერებთან და პოლიციასთან მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგადაც ოპოზიციამ დაიკავა ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და დაარბიეს ოთახები.
აქციამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.
9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.
11 სექტემბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






