დედოფალი ელისაბედ II ორშაბათს გამართავს სამეფო ოჯახის შეკრებას, სადაც განხილული იქნება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილება სამეფო სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შეხვედრა ჩანიშნულია ორშაბათს დედოფლის სენდრინგემის მამულში, რომელიც მდებარეობს ჩრდილოთ ლონდონიდან 100 მილში,- ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ბრიტანული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, აღნიშნულ შეკრებას დაესწრება ჰარი, მისი მამა, უელსის პრინცი ჩარლზი, უფროსი ძმა პრინცი უილიამი, კემბრიჯის ჰერცოგი და აგრეთვე მეგანი კანადიდან, რომელიც შემოუერთდება შეხვედრას ტელეფონის საშუალებით.
შეხვედრის მიზანი არის წყვილის მიერ გაკეთებულ განაცხადზე დათანხმება დედოფლის მხრიდან. აღნიშნულ საკითხზე შემდგომი დღეების განმავლობაში შედგება დისკუსია ბუკინგემის სამეფო ოჯახის წევრებს შორის აგრეთვე ბრიტანელი და კანადელი მთავრობის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულნი დედოფალთან დიალოგში.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ განაცხადეს ოფიციალურად იმის შესახებ, რომ ისინი სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობების დატოვებას აპირებდნენ, აგრეთვე ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. მათი თქმით, ისინი მუდმივად იცხოვრებენ კანადასა და დიდ ბრიტანეთში.
მასალის გამოყენების პირობები






