ფილიპინებში ვუკლანმა „ტაალმა“ დაიწყო ლავის ამოფრქვევა ქვეყნის დედაქალაქ მანილადან 70 კილომეტრში. მას შემდეგ რაც, მიმდებარე ტერიტორიის სამოსახლო ზონები თითქმის სრულად დაიფარა ფერფლით, ხელისუფლებამ აღნიშნული ადგილებიდან 8000 ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ვულკანი ამოიფრქვა 12 იანვარს და ფერფლი 1 კილომეტრის სიმაღლეზე გაისროლა. ამის შესახებ წერს BBC-ი.
„ვულკანური ცუნამის“ საშიშროების შესახებ მეცნიერების მიერ. ტაალის ფილიპინების მეორე ყველაზე აქტიური ვულკანია. იგი მდებარეობს კუნძულთან არსებული ტბის შუა ნაწილზე და მიჩნეულია მშოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პატარა ვულკანად, სადაც ლავის ამოფრქვევის 34 შემთხვევა დაფიქსირდა უკანასკნელი 450 წლის განმავლობაში.
დროებით შეჩერებულია აგრეთვე მანილას საერთაშორისო აეროპორტში ფრენები- ასაფრენი ბილიკი და მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ფერფლით, რის გამოც 100-ზე მეტი ფრენა უკვე გაუქმდა.



მასალის გამოყენების პირობები






