წვიმა, თოვლი და შტორმი ზღვაზე - საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ამინდი გაუარესდება
საზოგადოება - 09:37, 13 Jan, 2020     2153

დღეს, 13 იანვარს ტემპერატურა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიკლებს.

„დღეისთვის საქართველოში კვლავ შენარჩუნებულია არამდგრადი ამინდი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს დაბლობში, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ძლიერადაც. მაღალმთიან რაიონებში ველოდებით ქარბუქს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამი სიჩქარით, ზოგან შესაძლოა, 17-22 მ/წამსაც მიაღწიოს“,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

მისივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში დაბლობის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება, მთაში 0.5 სითბო, მაღალ მთაში კი 0.5 გრადუსი ყინვა.

შესაძლებელია ზღვაზე 2-3-ბალიანი შტორმიც იყოს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მ/წამამდე. ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსს მიაღწევს, მთაში 0.5 გრადუსს, ხოლო მაღალ მთაში 0.5 გრადუსი ყინვა იქნება.

„რაც შეეხება დედაქალაქს, აქ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში რვა გრადუსამდე აიწევს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია, გაძლიერდეს 17-22 მ/წამამდე“, - აცხადებს ნონა ელისაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42