კანადელი შაჰინ მოგადამი,ც ამბობს, რომ მისთვის მთელი ცხოვრება დამთავრდა.
„მინდა ხალხმა იცოდეს თუ რაოდენ საოცრები იყვნენ ისინი. ჩემი ცოლი ყოველთვის იღიმოდა, ყოველთვის მხიარული იყო. ძალიან ძვირფასები იყვნენ ისინი ჩემთვის“, - ამბობს შაჰინი CBC-თან ინტერვიუში.
შაჰინის ცოლი, როსტინ მოგადამი 39 წლის იყო. წყვილი 14 წლის წინ დაქორწინდა და კანადაში საცხოვრებლად 7 წლის წინ გადავიდნენ. კანადაში ჩასვლი შემდეგ ქალი იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა.
რაც შეეხება შაჰინის ვაჟს, ის 10 წლის იყო და სკოლაში სწავლობდა. როგორც შაჰინი ამბობს ის ოთხ ენაზე საუბრობდა, უყვარდა ცურვა, პიანინოზე დაკვრა და იყო ტაეკვანდუს ჩემპიონი. „ჩვენი საოცარი, მშვენიერი შვილი, ინტელექტუალური, სუპერ ჭკვიანი“,- ამბობს შაჰინი.
„ჩვენ გვჭირდება სრული სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი საშინელი ტრაგედია. ოჯახები ეძებენ სამართალს“, განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა შაბათს პრესკონფერენციაზე.




მასალის გამოყენების პირობები






