ამერიკამ სოლეიმანის გარდა მეორე მაღალჩინოსანზე თავდასხმაც სცადა
მსოფლიო - 18:58, 11 Jan, 2020     1138
ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკულმა ჯარმა ირანელი სამხედრო ჩინოვნიკის, აბდულ რეზა შაჰლაის ლიკვიდაცია სცადა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

Washington Post და The New York Times წერს, რომ თავდასხვა სწორედ იმ დღეს იგეგმებოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ამერიკამ თავდასხმა განახორციელა ირანის მთავარ გენერალ ყასემ სოლეიმანზე.

“მეორე მისიის გამოაშკარავება მიუთითებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა იმაზე ფართო კამპანიას, ვიდრე ამის შესახებ იყო ცნობილი, რომელიც მიზნად ისახავდა სხვა ქვეყნებში ომების საწარმოებლად ირანის შესაძლებლობების შესუსტებას”, – ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში.

წარუმატებელი საჰაერო თავდასხმა იემენში მიზნად ისახავდა აბდულ რეზა შაჰლაის მკვლელობას, რომელიც ცნობილია, როგორც რეგიონში შიიტური მილიციის დაფინანსების მთავარი ორგანიზატორი.

The New York Times-ის ინფორაციით პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა შაჰლაის წინააღდეგ თავდასხმა იმავე პერიოდში, როდესაც განხორციელდა თავდასხმა სოლეიმანის წინააღმდეგ 3 იანვარს, თუმცა უცნობია იმავე დღეს განხორციელდა თუ არა წარუმატებელი თავდასხმა შაჰლაიზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42