ლონდონის სასამართლომ, სექსუალური დანაშულისა და თაღლითობისათვის 21 წლის ჯემმა უოტსს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე იმაშია, რომ გოგონა სოცქსელებში თავს ბიჭად ასაღებდა, ეცნობოდა არასრულწლოვან გოგონებს და მათზე სექსუალურად ძალადობდა.
ჯემა სოცქსელებში ყალბ პროფილებს ქმნიდა, 16 წლის ჯეიკ უატონის სახელით და მას საკუთარ ფოტოებს ადებდა, ამასთან გრძელ თმებს ბეისბოლის ქუდის ქვეშ მალავდა. ამასთან შეხვედრებზე ფართო ტანსაცმელს და კაპიუშონს ატარებდა. მან ქსელში რამდენიმე ვიდეოც დადო, სადაც ის სნოუბორდით ეშვებოდა მთიდან.
13-16 წლის გოგონებს, რომლებიც მის ფოტოებსა და ვიდეოებს იწონებდნენ იგი საუბარს უბამდა, ეცნობოდა, მათ პაემანზე ეპატიჟებოდა და სექსუალურად ავიწროებდა. ლონდონის სასამართლომ 4 ასეთი შემთხხვევა განიხილა, თუმცა, ლონდონელი სამართალდამცავები თვლიან, რომ დაზარალებული გოგონების რიცხვი რამდენიმე ათეული შეიძლება იყოს. ჯემა უოტსმა 4 გოგონასთან დაკავშირებული 7 შემთხვევა აღიარა.
ყველა არასრულწლოვანი გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მათ ურთიერთობა მოზარდ ბიჭთან ჰქონდათ, ამასთან უმრავლესობისთვის ეს პირველი სექსუალური გამოცდილება იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ჯემმა ამ თაღლითობას საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აკეთებდა. მან კარგად იცოდა, რომ ისინი ძალიან ახალგაზრდები და მიმნდობები იყვნენ.
ადრე ბრიტანეთში რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც თავს მმაკაცებად ასაღებდნენ ქალებთან ურთიერთობების დამყარების მიზნით, თუმცა, არასრულწლოვნების შემთხვევა პირველია.
მასალის გამოყენების პირობები






