რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს "სახელმწიფოს შიდა საქმეებს" უწოდებს
მსოფლიო - 15:06, 10 Jan, 2020     1129

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, სადაც ხუთშაბათს, 9 იანვარს, მომიტინგეები, რომლებიც მოითხოვდნენ ე.წ პრეზიდენტის გადადგომას, შეიჭრნენ ქვეყნის ხელმძღვანლის ადმინისტრაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს RUSSIA TODAY.

„ჩვენ ვთვლით ამ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს მის შიდა საქმიანობად. ვიმედოვნებთ აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის სწრაფ სტაბილიზაციას სამართლებრივი ჩარჩოებში, დაინტერესებული მხარეების უშუალო მშვიდობიანი დიალოგის გზით, ”- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში“

მანამდე ოპოზიციის ლიდერმა, აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა ასლან ბჟანიამ გამოთქვა მზადყოფნა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტთან რაუკ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებაზე და აღნიშნა, რომ მას ჯერ არ მიუღია აღნიშნულ საკითხზე წინადადება.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მომხრეებს მოუწოდეს, რომ 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ, რა დროსაც მთავრობის მხარდამჭერებთან და პოლიციასთან მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგადაც ოპოზიციამ დაიკავა ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და დაარბიეს ოთახები.

აქციამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.

9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.

11 სექტემბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42