პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მიერ სამეფო ოჯახის სტატუსზე უარის თქმის გამო მადამ ტიუსოს მუზეუმის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცვილის ფიგურები გაეტანათ სამეფო ოჯახის სტენდიდან ამის შესახებ წერს CBSNEWS-ი.
„ჩვენ პატივს ვცემთ მათ სრუვილებს“ ,- დაწერა TWITTER-ზე მადამ ტიუსოს ოფიციალურმა გვერდმა.
„ ჩვენ მთელ მსოფლიოსთან ერთად ვრეაგირებთ განსაცვიფრებელ ახალ ამბავზე ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ სამეფო ტიტულატურაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. დღეიდან მეგანისა და ჰარის ფიგურები აღარ იქნება გამოფენილი სამეფო ოჯახის სტენდზე“
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრებობის სტატუსზე უარს აცხადებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთსა და კანადაში აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






