რიო დე ჟანეიროს სასამართლომ კომპანია NETFLIX-ს აიძულა, ფილმი “ქრისტეს პირველი ცდუნება“ საიტის ყველა სერვერიდან წაეშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მორწმუნე ქრისტიანების გაღიზიანებამ, რომელთაგან ორმა მილიონმა მათგანმა ხელი მოაწერა პეტიციას, ფილმის სატელევიზიო ჩვენების აკრძალვასთან დაკავშირებით- გასულ თვეს ასეულობით ადამიანი თავს დაესხა ფილმის შემქნმელი კომპანიის ოფისს და მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. ამის შესახებ წერს BBC-ი.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის, დიას ტოფოლის თქმით, NETFLIX-მა უნდა აღადგინოს კინოს ჩვენება, რადგან გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიაში.
პაროდიული ფილმის სიუჟეტის მიხედვით, უდაბნოდან დაბრუნებულ ქრისტეს, მარიმი და იოსებეი უპირებენ აცნობონ რომ იგი ღმერთის შვილია, თუმცა ამ დროს იესო შეყვარებულ ბიჭთან ერთად ბრუნდება, რის გამოც სიტუაცია რთულდება.
აღნიშნული ფილმი ბრაზილიური კომედიური YOUTUBE ჯგუფის მიერაა შექმნილი, რომელიც საშობაო კვირეულის განმავლობაში შუქდებოდა ტელევიზიით. სწორედ შობის წინა ღამეს მოხდა ფილმის შემქნმელთა ოფისზე თავდასხმა, რა დროსაც ინვენტარის დიდი ნაწილი იქნა დამწვარი.
ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს შვილმა, ედუარდომ ნეტფლიქსი შოუ TWITTER-ზე „სანაგვედ“ მოიხსენია და აღNიშნა, რომ ბრალიზიელი საზოგადოებისთვის ღირებულებების მიმართ ესეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მიუღბელია.
მასალის გამოყენების პირობები






