ირანელი სამხედრო ლიდერები უარს აცხადებენ დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე-დაიწყოს მოლაპარაკება სიტუაციის დეესკალაციასთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
ირანის რეოვლუციის გუშაგთა კორპუსის ავიაციის ბრიგადის გენერლის, ალი ჰაჯიზადეს თქმით, ირანული რაკეტები ამ ეტაპზე გამიზნული იყო მხოლოდ ამერიკული სამხედრო ბაზის დაზიანებისთვის და არა იმისთვის რომ დაეხოცათ ამერიკელი ჯარისკაცები. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის, აბდულა არაგის განცხადებით, ირანი „სასტიკ შურისძიებას ჰპირდება მალე“ ამერიკელებს. მისი თქმით, ირანელთა მხრიდან შემდგომი სამხედრო მოქმედებები ამერიკელთა წინააღმდეგ დამოკიდებული იქნება ტრამპის მიერ გატარებულ ნაბიჯებზე ახლო აღმოსავლეთში.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, მოჰამედ ბეგერიმ განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევები მისი ერის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილი იყო.
„დროა, რომ ბოროტმა ამერიკელმა ლიდერებმა გაანალიზონ ისლამური რესპუბლიკის შესაძლებლობები, გაატარონ ბრძნული პოლიტიკა და გაიყვანონ თავიანთი შეიარაღბული ძალები რეგიონიდან, რაც შეიძლება მალე“ ,- განაცხადა ირანის უმაღლესი სამხედრო რანგის მქონე გენერალმა.
მასალის გამოყენების პირობები






