აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დაზვერას ჰქონდა ინფორმაცია ირანელთა განზრახვაზე ერაყში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის მზაობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს თურქული მედია.
„სატელიტური დაკვირვებებისა და შესაბამისი აღმომჩენი სისტემების მოქმედების შედეგად, ბალისტიკური რაკეტების ჰაერში გაშვებამდე ამერიკელმა და კოალიციის ძალების სამხედროებმა მიიღეს შესაბამისი თავდაცვითი ღონისძიებები“ ,- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო ანადოლუსთან საუბრისას.
ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებით, ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის მიერ გაშვებული ათეულობით ბალისტიკური რაკეტის მიუხედავად სამხედრო ბაზაზე არავინ დაშავებულა პირადი შემადგენლობიდან.
CNN-ის ინფორმაციით, ირანმა სარაკეტო დარტყმამდე გააფრთხილა ერაყის მთავრობა, რომლის შესახებაც ამერიკელ სამხედროებს აუწყეს.
მასალის გამოყენების პირობები






