სამეფო ოჯახი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებულია
მსოფლიო - 11:53, 09 Jan, 2020     1797

ბრიტანეთის დედოფალი და მისი უახლოესი გარემოცვა ძალზე დამწუხრებული და ღრმად იმედგაცრუებულია სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის განცხადებით სამეფო ოჯახის წევრობის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალი ელისაბედი წუხს იმ ფაქტზე, რომ არ მოხდა მასთან კონსულტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას TELEGRAPH-ი ავრცელებს.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ კანადაში საცხოვრებლად გადასვლას და სამეფო ოჯახის წევრობის სტატუსზე უარს თქმას-ამის შესახებ მათ ბრიტანეთის მოსახლეობას ინსტაგრამ პოსტით აცნობეს.

ოჯახის წევრთა თქმით, გამოქვეყნებული განცხადება იყო წყვილის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა სასახლის მიერ.

ოფიციალური ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ წყვილის სურვილმა განსხვავებულ მიდგომებთან დაკავშირებით, შექმნა მძიმე რეალობა, რომელსაც დრო დასჭირდება აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და ძალზე დამაბნეველი იყო დედოფლისთვის, რომელმაც მძიმე თვეები გადაიტანა, როდესაც „ევედრებოდა“ იორკის ჰერცოგს თავის საჯარო უფლება- მოვალეობებზე უარი ეთქვა ცნობილ პედოფილ მილიარდერთან, ჯეფრი ეფშტეინთან ურთიერთობის გამო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42