„სოლეიმანს ბრიტანელი სამხედროების სისხლით აქვს ხელი დასვრილი“ - ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი
მსოფლიო - 17:32, 08 Jan, 2020     1506

ოფიციალური ლონდონი გმობს ირანის მხრიდან ერაყში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმას. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი შეტევას ახასიათებს, როგორც „უგუნურს და სახიფათოს“ და მოითხოვს „სასწრაფო დეესკალაციას“.

შეკითხვაზე, დაშავდა თუ არა ბრიტანელი სამხედრო სარაკეტო თავდასხმის დროს, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს ბრიტანელები არ დაშავებულან. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია“ რათა გააპროტესტოს რეგიონში არსებული სიტუაცია.

მისი თქმით, სოლეიმანი, რომელიც ამერიკელებმა დრონის დახმარებით გასულ კვირას მოკლეს, არაერთ აქტში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ის შეიარაღებაში ეხმარებოდა ჰუსიტების ჯგუფსა და ჰესბოლას და მხარს უჭერდა ასადის რეჟიმს სირიაში. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ის ორკესტრირებას უწევდა ბრიტანელი სამხედროების წინააღმდეგ მიმართულ შეტევებსაც.

ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ სოლეიმანს „ბრიტანელი სამხედროების სისხლით აქვს ხელი დასვრილი“ და აცხადებს, რომ აშშ-ს ჰქონდა უფლება დაეცვა საკუთარი თავი.

შეგახსენებთ, რომ სოლეიმანი აშშ-ის მიზნობრივი ავიაიერიშის შედეგად, 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. მასთან ერთად ასევე დაიღუპნენ ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების წევრები და მისი ხელმძღვანელის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42