ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილ დაძაბულობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მძიმე დარტყმას მიაყენებს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მოინდომებს, თავდასხმა განახორციელოს აღნიშნული სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს REUTERS-ი.
ნეთანიაჰუმ არაერთხელ შეაქო თავის განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანელი სამხედრო გენერლის, ყასიმ სოლეიმანის მკვლელობის გამო. მან აღნიშნა, რომ ამერიკის ეს გადაწყვეტილება გაბედული ნაბიჯია.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს ამერიკას და მის გვერდით იდგება მუდამ.
„ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება, ყველაზე ძლიერ და სასტიკ დარტყმას მიიღებს“ ,- განაცხადა ნეთანიაჰუმ , რომელიც ირანს ადანაშაულებს ისრაელის განადგურების მცდელობასა და სურვილში.
მასალის გამოყენების პირობები






