ოთხშაბათს ნავთობზე ფასები მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ირანმა ათეულობით ბალისტიკური რაკეტა ისროლა ერაყში არსებული ამერიკელი სამხედროების მისამართით.
ევროპასა და ამერიკაში ნავთობის ფასის ნიშნულმა უეცარი სამხედრო შეტევისთანავე რამდენიმე საათში მოიმატა 4 %-ით და ბარელის ფასმა შეადგინა ჯამში 70 $. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს GUARDIAN-ი.
აღსანიშნავია რომ აგრეთვე გაიზარდა ე.წ ყველაზე მყარი აქტივების, ოქროსა და იაპონური იენის ფასებიც. ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე საერთაშორისო საფონდო ბაზარზე ფასების კლება დაფიქსირდა.
ექსპერტებისთვის აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა- მათი თქმით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების ფონზე, შესაძლებელია კიდევ უფრო მოიმატოს ფასებმა ნავთობზე.
ამჟამად, მთელი მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინშია- სწორედ ამ განცხადებაზეც იქნება გარკვეულწილად დამოკიდებული ნავთობის ფასებიც.
მასალის გამოყენების პირობები






