ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი გარდაცვლილია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილას საგანგებო სამსახურის წევრები იმყოფებიან, რომელთა თქმით ცეცხლის მასშტაბური გავრცელების გამო გადარჩენილთა დახმარებას ვერ ახერხებენ.
ამ დრომდე უცნობია ავიაკატასტროფის მიზეზები.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა მოხდა ირანის მიერ ერაყში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებული დაბომბვის შემდეგ,
წინასწარ გავრცელებული ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელთან მიახლოებაც კი ვერ შეძლეს სამაშველო სამსახურებმა.


მასალის გამოყენების პირობები






