შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ერაყში არსებულ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის ფაქტს FACEBOOK-ზე ეხმაურება. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა ათეულობით ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით განხორციელდა ამერიკელ სამხედროებზე ალ- ასადსა და ირბილში. თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცხადებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს შეტევის შედეგად ზარალის შეფასება.
„ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ჩვენი სამხედროები, პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად რეგიონში“ ,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა ერაყში ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის დროს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის სულიერი ლიდერი, ალი ჰამენეი ირანის შეიარაღებული ძალების შტაბში შეხვედრას მართავს, სადაც ამერიკელთა პოტენციური შეტევის მოგერიებასთან დაკავშირებით სავარაუდო გეგმებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






