ავსტრალიაში 10 000 აქლემს სნაიპერები დახოცავენ ვერტმფრენებიდან, რათა მათ მიერ წყლის ჭარბი მოხმარება შეამცირონ- ბოლო პერიოდში არსებული გვალვების შედეგად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე წყლის დეფიციტია შექმნილი, აღნიშნული ცხოველები კი დიდი რაოდენობით მოიხმარენ მტკნარ წყალს. ამის შესახებ წერს DAILY MAIL-ი.
პროფესიონალი მსროლელები აღნიშნული ბრძანების სისრულეში მოყვანას დაიწყებენ ოთხშაბათიდან, რომელიც სავარაუდოდ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოთქვამენ აგრეთვე პრეტენზიებს აქლემებთან დაკავშირებით, რომლებზეც აცხადებდნენ, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც აქლემები შემოიჭრებოდნენ ხოლმე საცხოვრებლებში და წყლის ძიების პროცესში აზიანებდნენ ოთახებს.
ექსპერტთა აზრით, ცხოველებს უდიდესი წვლილი შეაქვთ აგრეთვე გლობალური დათბობის პროცესში, რადგანაც, თითოეული მაგანი ყოველწლიურად გამოიმუშავებს ერთ ტონამდე ნახშირორჟანგს.
მასალის გამოყენების პირობები






