იერუსალიმსა და მთელს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები მოუწოდებენ ამერიკელ მოქალაქეებს სიფრთხსილისკენ, რადგან მოსალოდნელია დიპლომატიურ უწყებებზე პოტენციური თავდასხმები ირანისგან მას შემდეგ, რაც ირანელმა გენერლებმა საჯაროდ დადეს შურისძიების პირობა აშშ-ს მიერ ყასიმ სოლეიმანის მკვლელობის გამო. ამის შესახებ წერს NEW YORK TIMES-ი.
იერუსალიმში, აშშ-ს საელჩომ განუცხადა ამერიკელებს რომ მოსალოდნელია სარაკეტო თავდასხმები. უწყების თანამშრომლები არ გამორიცხავენ უპილოტო საფრენი აპარატებისგან შეტევებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
ორშაბათს თეირანში გენერალი სოლეიმანის დაკრძალვის დროს, სამხედრო გენერლები იმუქრებიან გარდაუვალი შურისძიებით. ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეიმ მრჩევლებს განუცხადა, რომ შურისძიება აშშ-ს მიმართ იქნება პირდაპირი, პროპორციული და უშუალოდ განხორციელდება ოფიციალური ირანის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






