აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ექვს B-52-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს აგზავნის ბრიტანეთის დიეგო გარსიას კუნძულზე ინდოეთის ოკეანეში, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ მიიღებს სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას. ამის შესახებ წერს DAILY MAIL-ი.
ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში აძლიერებს საკუთარ ბაზებს ტექნიკითა და დამატებითი პირადი შემადგენლობით, თუმცა სარდლობამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება ბომბდამშენების განლაგებასთან დაკავშირებით მიიღო იმიტომ, რომ დიეგო გარსია,რომელიც 300 კილომეტრითაა მოშორებული ირანს, აღნიშნული ქვეყნის ყველაზე შორ დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებისთვისაც მიუწვდომელია.
ბრიტანულ კუნძულზე დაახლოებით 5000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული ინგლისელ ჯარისკაცებთან ერთად.
ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილ ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა კი საგრძნობლად მომატებულია ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე: ავღანეთში 14 000 ჯარისკაცია განლაგებული, ქუვეითში 13 000, ამავე რაოდენობისაა ყატარშიც, ბაჰრეინში 7000, ერაყში-6000, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 5000, საუდის არაბეთში 3000, ხოლო თურქეთში კი 2500.




მასალის გამოყენების პირობები






