ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნები სრულად უცხადებენ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში და გმობენ ირანის მუქარებს. ამის შესახებ წერს AL JAZEERA.
„ჩვენ ვართ ერთიანი და ვგმობთ ირანის მიერ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში შედის. მოვუწოდებთ ირანს თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან“
ნატოს დიპლომატების თქმით, რომლებიც ესწრებოდნენ ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრას ორგანიზაციის შტაბბინაში, მიუხედავად გასულ წელს ნატოს წევრი ქვეყნების ნეგატიური დამოკიდებულებისა დონალდ ტრამპის პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში, ამჯერად ყველა ერთიანია და მხარს უჭერენ ამერიკის შეერთებულ შტატებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არ ყოფილა კრიტიკა ტრამპის მიერ წარმოდგენილ პოტენციურ სამიზნეთა სიაზე, რომელიც ზოგიერთ კულტურულ ძეგლსაც კი შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






