ფლორიდაში მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი პოლიციის ოფიცერს თავს დაესხა და სამართალდამცავთა ქვედანაყოფის ძაღლს ყურზე უკბინა.
38 წლის დონალდ უოტსი მალევე დააკავეს- მას ბრალად ედება პოლიციის ოფიცერის ცემის მცდელობა და თავდასხმა პოლიციის მომსახურე პერსონალ ძაღლზე.
ინფორმაციას აქვეყნებს FOXNEWS-ი. სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიციაში შემოვიდა ზარი სახლის ერთ-ერთ მეპატრონისგან იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სახლის ეზოში უცხო მამაკაცი დადიოდა ფანრით ხელში.
სამართალდამცველებს ადგილზე მისვლისთანავე მოესმათ უცნაური ხმა, ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი აღმოაჩინეს შიშველ მდგომარეობაში ტალახში ამოსვრილი უოტსი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩიტის ხმას გამოსცემდა. პოლიციელთა ხილვის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა და ტყეს შეაფარა თავი. დაკავების პროცესში კი მან ძაღლს ყურზე მძიმე დაზიანება მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები






