დიდი ბრიტანეთი მზადაა, სარაკეტო დარტყმა მიაყენოს ირანს, თუ დაძაბულობა თეირანსა და ვაშინგტონს შორის იმ დონეზე მიაღწევს, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტი განახლდეს. ამის შესახებ წერს გამოცემა THE SUN-ი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა ნავი, რომელიც აღჭურვილია „TOMAHAWK“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით უკვე ნებისმიერ წამს არის მზად შეტევის განსახორციელებლად.
ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, სამეფო ფლოტის სრული შემადგენლობა მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ამერიკულ არმიას ირანთან ომის შემთხვევაში.
თავდაცვის მინისტრ, ბენ ვოლასის ბრძანებით, ორმუზის სრუტეში გაიგზავნა ბრიტანული საზღვაო ფლოტის ორი ხომალდი, HMS MONTROSE-ის ტიპის ფრეგატი და HMS DEFENDER-ის კლასის საესკადრო ნაღმოსანი, რათა დაიცვან სავაჭრო ხომალდები მოსალოდნელი საფრთხეებისგან.
მასალის გამოყენების პირობები






