ესპანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად სოციალისტური პარტიის ლიდერის პედრო სანჩესის დანიშნვას მხარი არ დაუჭირა.
სანჩესის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის მთლიანი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად ორ დღეში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად უკვე უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.
სავარუდოდ 7 იანვარს დანიშნულ კენჭისყრაზე პედრო სანჩესი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, თუ კატალონიელი სეპარატისტების პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ საკითხზე სანჩესსა და კატალონიელ სეპარატისტებს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა. და სანჩესი ესპანეთის ცენტრალურ მთავრობასა და კატალონიის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებას დათანხმდა.
მასალის გამოყენების პირობები






