დონალდ ტრამპი საკუთარ FACEBOOK გვერდზე გამოეხმაურა ირანელ მაღალჩინოსანთა მუქარებს ამერიკელ ჯარისკაცებზე მოსალოდნელი სამხედრო აგრესიისა და თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, თუ ირანი გაბედავს ამერიკულ ობიექტებზე ან მებრძოლებზე შეტევას, პასუხი იქნება ძალზე ძლიერი და სწრაფი.
აშშ-ს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აღნიშნა ის ფაქტი, რომ არმია უკვე მზადაა განახორციელოს იერიში 52 ირანულ სამიზნეზე, რაც 40 წლის შემდეგ ერთგვარ სიმბოლურ დატვირთვასა და „შურისძიებას“ წარმოადგენს- 1979 წელს ისლამური რევოლუციის დროს აიათოლა ჰომეინის მომხრე სტუდენტები ამერიკის საელჩოში შეიჭრნენ და უწყების 52 თანამშრომელი აიყვანეს მძევლად, რომლებმაც 444 გაატარეს ტყვეობაში.
„ირანი ძალზე გაბედულად საუბრობს ამერიკული სამხედრო ობიექტების დაბომბვაზე მას შემდეგ, რაც ჩვენ გავანეიტრალეთ მათი მსოფლიო ტერორიზმის ლიდერი, რომელმაც თავისი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი ამერიკელი სამხედრო და უდანაშაულო მოქალაქე მოკლა, მათ შორის ახლახანს – ასობით ირანელი მშვიდობიანი დემონსტრანტი.“
„მოდი ეს ჩავთვალოთ, როგორც გაფრთხილება, რომ თუ ირანი შეტევას განახორციელებს ამერიკელებსა და ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე, ჩვენ მიზანში უკვე ამოღებული გვაქ 52 ობიექტი, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი ძალზე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონეა ირანისთვის, ირანული კულტურისთვის. ირანის აგრესიას ძალზე სწრაფად და მათთვის მძიმედ ვუპასუხებთ. ამერიკას არ აიტანს მეტ მუქარას“ ,- განაცხადა დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






