ამერიკელთა მიერ ირანელი გენერლის, ყასიმ სოლეიმანის მკვლელობას გამოეხმაურა ირანულ მედიასთან ინტერვიუში გამოეხმაურა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამობილიზაციო ძალების ბრიგადის გენერალი გოლამალი აბუჰემზა. ინფორმაციას აქვეყნებს REUTERS-ი.
მისი თქმით, ირანი დასჯის ამერიკელებს ყველგან, სადაც მათ ამაზე ხელი მიუწვდებათ.
გენერლის განცხადებით, დიდია შანსი, სპარსეთის ყურეში განხორციელდეს შეტევები ამერიკულ საბრძოლო ხომალდებზე.
მან საინფორმაციო სააგენტო TASNIM NEWS-თან საუბრისას აღნიშნა, რომ იტოვებენ უფლებას, შური იძიონ ამერიკის შეერთებულ შტატებზე სოლეიმანის მკვლელობის გამო.
„ორმუზის სრუტე არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე დასავლეთისთვის, სადაც თავს იყრიან ამერიკული საესკადრო ნაღმოსნები და კრეისერები. ჩვენთვის რეგიონში არსებული 35 მნიშვნელოვანი ამერიკული სამიზნე თელ-ავივთან ერთად უკვე შერჩეულია“ ,- განაცხადა ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის გენერალმა, გოლამალი აბუჰემზამ.
მასალის გამოყენების პირობები






