ბაღდადში სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეებსა და ამერიკელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა- ისმოდა სროლის ხმაც (ვიდეო)
მსოფლიო - 19:43, 04 Jan, 2020     1690

შაბათს ბაღდადში ამერიკული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად გარდაცვლილი პროირანული სამხედრო მაღალჩინოსნების დაკრძალვის ცერემონიალზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეები ამერიკისა და ისრაელის სიკვდილს სკანდირებდნენ და მოითხოვდნენ საპასუხო ღონისძიებების გატარებას ვაშინგტონის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ BUSINESSINSIDER-ი ავრცელებს. მიმდინარე ღონისძიების დროს აგრეთვე ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნის, ალ-ქუდსის მეთაურის, ყასიმ სოლეიმანის პლაკატებს აფრიალებდნენ და გლოვობდნენ მის გარდაცვალებას.

სამგლოვირო პროცესია ბაღდადის მწვანე ზონაში დაიწყო- იქ სადაც დიპლომატიური მისიები, საელჩოები მდებარეობს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უწყება.

სოციალურ ქსელ TWITTER-ში გავრცელდა აგრეთვე ვიდეო კადრები, სადაც ასახულია დაპირისპირების მომენტები ამერიკელ სამხედროებსა და ჰესბოლას ბოევიკებს, მხარდამჭერებს შორის. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ამერიკელებმა აგრესიული დემონსტრანტების გაფანტვის მიზნით ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

ოფიციალურ ირანს სოლეიმანის სხეულის ნაწილებს ხვალ გადასცემენ, რომელიც დაიკრძალება თავის მშობლიურ ქალაქ კერმანში. ირანის სახელმწიფო მედიის თქმით, სამგლოვიარო ცერემონიას გაუძღვება ქვეყნის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი.

შეგახსენებთ, აშშ-ს ავიაციის მიერ 2 დღის წინ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებულ ავიაიერიშებს 9 სამხედრო მაღალჩინოსანი ემსხვერპლა, მათ შორის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ყასიმ სოლეიმანი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42