ავსტრალიაში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ, რის გამოც სახანძრო სამსახურები მოუწოდებენ მოქლაქეებს თავშესაფარი ეძებონ. ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლმა უკვე დასახლებულ ტერიტორიებს მიაღწია, მასშტაბური ცეცხლია აგრეთვე სიდნეის გარეუბნებში.
ტყეში უდიდეს მასტაბებზე გავრცელებული ცეცხლის შედეგად წარმოქმნილია ცხელი ტემპერატურის მქონე მასობრივი ქარიშხლები, რომლებიც გაუსაძლის პირობებს ქმნის მოსახლეობისთვის. ინფორმაციას SKY NEWS-ი ავრცელებს.
ე.წ „ცეცხლის ტორნადოებისა“ და „მშრალი ელვის“ ფონზე დემპერატურამ მიაღწია 49 გრადუსამდე, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია რეგიონში უკანასკნელი პერიოდის მანძილზე.
სამხრეთი უელსის სახანძრო ბრიგადების ხელმძღვანელები მოუწოდებენ მოსახლეობას არ ეცადონ ტერიტორიის დატოვებას, რადგან უკვე ძალზე გვიანია და სიცოცხლის რისკს შეიცავს ქალაქების დატოვება. მეხანძრეთა თქმით, ადამიანებმა უნდა მოიძიონ თავშესაფრები თუ ცეცხლი მიუახლოვდება მათ საცხოვრებელ ზონებს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი აგვისტოს ბოლოს გაჩნდა, რომლის გამოც დაიწვა 1400 სახლი და 5 მილიონზე მეტი ჰექტარის ტყის მასივები.
მასალის გამოყენების პირობები






