დონალდ ტრამპმა ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ ყასიმ სულეიმანის და სხვა ირანელი მაღალჩინოსნების განეიტრალებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა მედიასთან.
მისი განცხადებით, ამერიკის არმიამ ჩაატარა უზადო სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ნომერ პირველი ტერორისტი მსოფლიოში, ყასემ სოლეიმანი, რომელიც ამერიკელი დიპლომატებისა და სამხედროების მკვლელობის უკან იდგა.
„წლების განმავლობაში, ისლამის რევოლუციური გუშაგთა კორპუსი და მისი ელიტური სამხედრო ფორმირება, ალ-ქუდსი სოლეიმანის ხელმძღვანელობით კლავდა და ზიანს აყენებდა ასეულობით ამერიკელ მშვიდობიან მოქალაქესა და სამხედროს. ერაყში ამერიკის საელჩოსა და სამხედროებზე განხორციელდა ირანელი მებრძოლების მხრიდან თავდასხმა, რომლის უკან სოლეიმანი იდგა“ ,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტის აზრით, სოლეიმანი ყველა იმ ტერორისტული აქტისა თუ სამხედრო ავანტიურის უკან იდგა, რომელიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ხორციელდებოდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
„ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედება მიმართულია ომის შეჩერებისკენ. ჩვენ არ ვცდილობთ ომის გაღვივებას და არ გვსურს რეჟიმის ცვლილება ირანში. მომავალი ეკუთვნის ირანელ ხალხს, მათ რომელთაც მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთობა სურთ“
„თუ ამერიკელებს ვინმესგან საფრთხე დაემუქრებათ, ჩვენ მზად ვართ გავცეთ ნებისმიერი სახის პასუხი და ეს განსაკუთრებით ეხება ირანს- ყველა სამიზნე უკვე არჩეული გვაქ“ ,- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






