ლევან ალექსიძის ლექციების სერიის მეორე ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა
საზოგადოება - 15:24, 30 Dec, 2019     1341

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ ლევან ალექსიძის ლექციების სერიის მეორე ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა

ლექციას „აკადემიკოსი ლევან ალექსიძე და საერთაშორისო სამართლის სკოლის განვითარება საქართველოში“ ხათუნა თოთლაძე და პროფ. ქეთევან ხუციშვილი წარუძღვნენ. ლექციის ფარგლებში ყურადღება დაეთმო პროფესორ ლევან ალექსიძის წვლილს 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში შეტანილი მთელი რიგი საკითხების შემუშავებაში. აღინიშნა ისიც, რომ 1991 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ლევან ალექსიძეს, და იმდროინდელ იუსტიციის მინისტრს, ჯონი ხეცურიანს, დაავალა იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაფუძნებით შეედგინათ აქტი, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე და ერთსულოვან ნებას ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი შეიცავდა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ დებულებებს, მათ შორის ლ. ალექსიძის მრავალი წლის განმავლობაში ნაფიქრალ და პუბლიკაციებში ასახულ კონცეფციას საერთაშორისო სამართლის პრიმატის საქართველოში უზენაესი იურიდიული ძალის მქონე პრინციპად გამოცხადების შესახებ. აქტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად, რამაც შემდგომი განვითარება პოვა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში.

აკადემიკოსი ლევან ალექსიძის მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების დარეგულირების საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლების ძიებისა და დანერგვის პროცესში, რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შეჭრისა და ოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტების წინა პლანზე წამოწევისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობის ოფიციალური დოკუმენტების ჭრილში იქნა წარმოჩენილი, რომლებიც პროფესორ ლევან ალექსიძის მიერ ან მისი თანაავტორობით არის შექმნილი.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაგრძელებლად, ლევან ალექსიძის ლექციების სერია პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით დაფუძნდა. პირველი საზეიმო ლექცია ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) პროფესორმა და სამართლის სკოლის ყოფილმა დეკანმა პროფესორმა რიკ ლოუსონმა წარმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42