ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დაგეგმილ წიგნის ფესტივალზე, ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის „გიორგი მაჩაბელი“ წარდგენა გაიმართა
საზოგადოება - 18:11, 29 Dec, 2019     1582
29 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დაგეგმილ წიგნის ფესტივალზე, ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის „გიორგი მაჩაბელი“ წარდგენა გაიმართა.

წიგნში „გიორგი მაჩაბელი“ (თბილისი, 2019, 126 გვ.), რომლის ავტორები არიან ქართული ემიგრაციის ცნობილი მკვლევრები, პროფესორები რუსუდან დაუშვილი და ოთარ ჯანელიძე, გაშუქებულია საქართველოს თავისუფლებისათვის თვალსაჩინო მებრძოლის, პოლიტიკური მოღვაწის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი დამფუძნებლის, დიპლომატისა და მილიონერი ბიზნესმენის, მსოფლიოში ცნობილ პარფიუმერულ კომპანია „პრინცი მაჩაბლის“ (Prince Matchabelli) დამფუძნებლის გიორგი მაჩაბელის ცხოვრება და მოღვაწეობა.

გიორგი მაჩაბელი (1885 – 1935) იმ ქართველ პატრიოტთა წრეს ეკუთვნის, რომელთა სახელებთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს.

ნაშრომი გიორგი მაჩაბლის დაბადებიდან 130-ე და გარდაცვალებიდან მე-80 წლისთავს ეძღვნება და ორენოვანია - დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. უნიკალური ფოტომასალით ილუსტრირებული ეს მონოგრაფია მოგვითხრობს და ეპოქის ფონზე გვაცნობს გიორგი მაჩაბლის შინაარსიან ცხოვრების გზას, რომელიც საქართველოში დაიწყო და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეწყდა.

გამოცემა უცხოენოვან მკითხველს და მთლიანად განათლებულ კაცობრიობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ გიორგი მაჩაბელი შიდა ქართლის (სამაჩაბლოს) იმ ძირძველი კუთხის შვილია, რომელიც დღეს დედასამშობლოსგან მავთულხლართებითაა გამიჯნული და საქართველოს იურისდიქციას აღარ ექვემდებარება. გიორგი მაჩაბლის ისტორიულ სამკვიდროში ახლა, სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობა სრულიად დაუცველია, მას უნუგეშოდ ხელყოფენ და ცდილობენ აღმოფხვრან ქართული კვალი.

წიგნი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და გამოიცა.

ნაშრომის რედაქტორია პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ „სამშობლოს“ (პარიზი, 1935, N17-18) შეფასებით: „განთავისუფლებული საქართველო და მომავალი თაობანიც იამაყებენ იმ თავგადასავლით, რომლითაც ძვირფასმა გიორგიმ დაამშვენა

ერთ-ერთი ულამაზესი, უსაშიშროესი და უღრმესი განცდებით სავსე ფურცელი ჩვენი ახალი ისტორიისა“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42