ახალი კანონი მოქალაქეობის მიღების პროცედურას გაუმარტივებს არამუსლიმ არალეგალ იმიგრანტებს პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან. ინდოეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე მათ მშობლიურ ქვეყნებში შევიწროებისგან იხსნიან.
ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი კი კანონს დისკრიმინაციულს უწოდებს. კანონის მიღებით გამოწვეული აქციების გამო, ხელისუფლებამ დემონსტრაციების აკრძალვა გადაწყვიტა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.
ოპოზიციის განცახდებით, მშვიდობიანი მომიტინგეებისგან აქციების ორგანიზატორების გაფილტვრის მიზნით პოლიცია სახის ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებს. პროგრამა, რომელიც 2018 წელს ინდოეთის მთავრობამ დაკარგული ბავშვების მოსაძებნად შეიძინა, პირველად 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე გამოიყენეს.
პროგრამა, რომელიც 2018 წელს ინდოეთის მთავრობამ დაკარგული ბავშვების მოსაძებნად შეიძინა, პირველად 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე გამოიყენეს,
მასალის გამოყენების პირობები






