არსებობს სხვადასხვა დანიშნულების ტუმბო. მაგალითად, სველი და მშრალი როტორის ტუმბოები. სველი როტორის მქონე საცირკულაციო ტუმბოები სამი სხვადასხვა სიმძლავრის გვხვდება. მათი მართვა კორპუსზე განლაგებული გადამრთველის საშუალებით ხდება. სასურველია, აგრეგატის კორპუსი დამზადებული იყოს თუჯისგან, ხოლო ღერძი უჟანგავი მეტალისაგან. ევროპული სტანდარტის მიხედვით, წყლის საცირკულაციო ტუმბოებს დაბალი ხმაურის დონე უნდა ჰქონდეთ და ენერგოდამზოგი უნდა იყოს. საცირკულაციო ტუმბოები გათბობის სისტემის კონტურში წყლის ცირკულაციას უზრუნველყოფენ. ხარისხიან ტუმბოებს აქვთ კონდესატის არხი. წელიწადში ერთხელ სასურველია აგრეგატის მდგომარეობის მონიტორინგი. ტუმბოს შერჩევა სპეციელისტის მიერ უნდა მოხდეს.
როგორი ტიპის წყლის ტუმბოები არსებობს?
არსებობს ბიუჯეტური და თანამედროვე, სიხშირული მართვის სატუმბე სადგურები. რომლებიც ენერგოდამზოგია, ანუ ზუსტად იმდენ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, რამდენიც სჭირდება მოცემულ მომენტში. ამგვარი სქემით მუშაობა გამორიცხავს ჰიდრო დარტყმებს, წნევის არასასურველ ცვალებადობას. დანადგარი არ იტვირთება და შედეგად, მისი ექსპლოატაციის ხანგრძლივობაც იზრდება.
მძლავრ სატუმბე სადგურებს ე.წ. ბუსტერებს იყენებენ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში წყლის მისაწოდებლად. სატუმბე სადგურის შერჩევა ხდება შენობის სიმაღლისა და ბინების რაოდენობის მიხედვით. სპეციალისტები ითვალისწინებენ ოჯახის მიერ წყლის საშუალო მოხმარებასაც.
თერმოინდუსტრიის წყლის ტუმბოები
თერმოინდუსტრია ტუმბოების ფართო არჩევანს გთავაზობთ. საცირკულაციო ტუმბოების მთავარი მომწოდებელი, სლოვენიელი მწარმეობლი IMP Pumps გახლავთ. კომპანია 70 წლის მანძილზე, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ახორციელებს ტუმბოების ექსპორტს. აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და გარანტირებული მხარდაჭერა.
თერმოინდუსტრიას წყლის არაერთი წყლის ტუმბო და სატუმბე სადგური აქვს დამონტაჟებული. კომპანიის ტექნიკური გუნდი ითვლის და არჩევს აგრეგატს, კონკრეტული პროექტის მიხედვით. ასევე ახორციელებს შემდგომ მხარდაჭერას.
მასალის გამოყენების პირობები






