კერძო სახლის ყიდვისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თუ როგორია ეზო, რადგან იქ უნდა გავატაროთ დრო მეგობრებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან ერთად. გავმართოთ წვეულებები, სადილები, დილით ყავა მივირთვათ ან უბრალოდ ჩვენთვის, მყუდროდ მოვეწყოთ და წიგნი წავიკითხოთ. კომფორტულ და მოსახერხებელ სივრცედ ეზოს სწორად შერჩეული ავეჯი აქცევს, თუმცა მარტივი სულაც არაა სათანადო მასალის, მასის, ზომისა და ფორმის საქანელების, მაგიდების, სავარძლებისა თუ სკამების ყიდვა.
როგორი ტიპის ეზოს ავეჯია ტრენდული?
ეზოს ავეჯის შერჩევისას რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი. უმთავრესია, წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული ეს ავეჯი მთელი წელი ეზოში უნდა იყოს თუ მხოლოდ კონკრეტულ სეზონზე. მაგალითად, თუ მაგიდისა და სკამების ღია სივრცეში დატოვებას ვგეგმავთ, როგორც მზიან, ასევე ნალექიან ამინდში, მაშინ შესაბამისი მასალა უნდა შევარჩიოთ. მაგალითად, პლასტმასამ შესაძლოა, ფორმა დაკარგოს მწველი მზის ქვეშ, ხოლო რკინის ავეჯი დაიჯანგოს წვიმასა და თოვლში, ტექსტილით გაწყობილი კი დასველდეს და გამოუსადეგარი გახდეს.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ავეჯის წონა, რათა ადვილად შევძლოთ ნივთების სახლიდან ეზოში და პირიქით, ეზოდან სახლში გადაადგილება.
როგორი ტიპის ეზოს ავეჯია პოპულარული და მოთხოვნადი? ამ კითხვის პასუხი მარტივია. ეზოში ისეთი გარემო უნდა იყოს, როგორც სასტუმრო ოთახში.
რბილი დივნების ორეულ-სამეულები პატარა მოწნული მაგიდებით ეზოს სიმყუდროვეს ანიჭებს. ფანტაზია ფრთებს შლის, როცა საზაფხულო ეზოს ავეჯი უნდა შევარჩიოთ. წლის ამ პერიოდში ტრენდულია მოწნული საქანელა-სარწეველები, ნაირფერი სავარძლები. აქტუალობას არასოდეს კარგავს კლასიკური მაგიდა-სკამები, რადგან ის შეუცვლელი აქსესუარია სტუმრების მიღების დროს, როცა ეზოში ვმართავთ სადილს. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ვინტაჟური, ხის, შუშის ელემენტებით მორთული ავეჯი.
სად შევიძინოთ ეზოს ავეჯი?
დღეს საქართველოში ბევრი ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზიაა, სადაც შესაძლებელია სასურველი ეზოს ავეჯის შერჩევა და შეძენა. მათ შორისაა ლილოს ონლაინ მაღაზია Liloshop, რომელიც უკვე მეორე წელია ემსახურება საკუთარ მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახლისა და აგარაკის კატეგორიაში სხვა უამრავ ნივთთან ერთად ეზოსთვის განკუთვნილი ავეჯიც ერთიანდება. აქ თავმოყრილია სხვადასხვა მასალის, ზომის, ფორმის მაგიდები, სკამები, სამეულები. გარდა ამისა, უამრავი ნაირფერი საქანელაა, რომელიც გაზაფხულისა და ზაფხულის დღეებს გაგვილამაზებს. აქ წარმოდგენილი გასაშლელი ტენტები, საწოლები თუ სკამები ადვილი გადასაადგილებელია.
„ლილოშოპი“ ის სივრცეა, სადაც ყველაფერია ჩვენი ეზოსთვის. რამდენივე მარტივი ოპერაციით კი შეგვიძლია, ეს ნივთები რამდენიმე დღეში საკუთარ ეზოში განვათავსოთ, თან ისე რომ ტრანსპორტირებაზე არ ვიდარდოთ და თანხის გადახდის ფორმაც ჩვენ თვითონ ავირჩიოთ.
მასალის გამოყენების პირობები






