ჩინეთში უიღართა მუსლიმი რელიგიური უმცირესობების მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე, ჩინეთის კომუნისტური მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიბლიასა და ყურანის წმინდა წიგნებს გადაწერენ, რათა ასახავდეს სოციალისტურ ხედვებს რელიგიური ღირებულებებთან ერთად. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია.
ახალი გამოცემიდან ამოიღებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც კომუნისტური პარტიის ხედვების წინააღმდეგ იქნება მიმართლი.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ეთიკისა და რელიგიური ურთიერთობების ეროვნულმა კომიტეტმა ჩინეთის პოლიტიკურ საკითხებზე ჩატარებული კონფერენციის დროს გასცა ბრძანება ნოემბერში.
ჩინეთის პოლიტიკურ საკითხებზე გამართული საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარე ვანგ იანგმა განაცხადა, რომ ამა თუ იმ რელიგიური მოძვრების სასულიერო პირებმა უნდა გაითავისონ პრეზიდენტი სი ძინპინის ინსტრუქციები და ზუსტად გადმოსცენ ქვეყნის სოციალისტური პოლიტიკური იდეოლოგიები რელიგიურ მოძღვრებებში.
სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან საუბრისას ვანგმა მოითხოვა რომ უნდა შეიქმნას ისეთი რელიგიური სისტემა, რომელიც ჩინურ დღვენდელ რეალობასთან იქნება შესაბამისობაში.
მასალის გამოყენების პირობები






