ამერიკის არმიის შტაბის ხელმძღვანლის მოადგილე და სამვარსკვლავიანი ლეიტენანტ-გენერალი ანდრე პიგი, დაკავებული თანამდებობიდან დააქვეითეს , მას შემდეგ რაც ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მის მაგისტრატურის დიპლომში არის პლაგიატის ნიშნები.
მას პენსილვანიაში, კარლაილის სამხედრო კოლეჯის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ლეიტენანტ-პოლკოვნიკის წოდება,- ინფორმაციას ავრცელებს MILITARY.COM-ი.
თავდაცვის დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ყოფილი გენერლის მაგისტრატურის დიპლომის შესწავლის შემდეგ დადგინდა სერიოზული პლაგიატიზმის ნიშნები, რომლის თანახმადაც დიპლომი სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე გაუქმდა.
მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, გენერალ- ლეიტენატი პიგი გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაზე დაქვეითდა 2019 წლის 1 დეკემბერს.
ანდრე პიგი 1981 წლიდან ამერიკის არმიის სამსახურშია. მას უამრავი ჯილდო აქ მიღებული ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შემდეგ. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ერაყის 1991 წლისა და 2003 წლის კონფლიქტში.
მასალის გამოყენების პირობები






