ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა- აეროპორტთან მდებარე ორსართულიან შენობას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ალმაატიდან აფრენილ საფრენი აპარატის ბორტზე 93 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ FOKER 100-ის ტიპის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ძრავის გაუმართაობის გამო სიმაღლის დაკარგვა გახდა, რომლის შემდეგაც იგი ბეტონის ღობეებს , შემდეგ კი ორსართულიან შენობას შეეჯახა. ოცდაათი ადამიანი გადაყვანილია სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში.
ერთ-ერთმა გადარჩენილმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან შემაძრწუნებელი ხმა გაიგო, როდესაც სიმაღლის დაკარგვა დაიწყო თვითმფრინავმა. მისი თქმით, ისინი დახრილად მიფრინავდნენ.
„ყველაფერი იყო ისე როგორც ფილმში: კივილი, ყვირილი და ადამიანების ტირილი“ ,- აცხადებენ დაზარალებულები.



მასალის გამოყენების პირობები






