თურქეთი ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის დასახმარებლად შეიარაღებულ ძალებს აგზავნის
მსოფლიო - 16:24, 26 Dec, 2019     1050

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგზავნის სამხედროებს ლიბიაში ოფიციალური ტრიპოლის მოთხოვნის შესაბამისად. ინფორმაციას ავრცელებს REUTERS-ი.

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობა უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოსავლეთ ლიბიაში იგერიებს გენერალი ხალიფა ჰაფტარის შეიარაღებული ძალების შეტევებს, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

გასულ თვეს, ოფიციალურმა ანკარამ ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან გააფორმა შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე და აგრეთვე საზღვაოსნო საზღვრებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

„რადგანაც ჩვენ მივიღეთ მოწვევა ლიბიისგან , ჩვენ მივიღებთ მას და ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს დავაყენებ პარლამენტში განსახილველ დღის წესრიგში 8-9 იანვარს“ ,- განაცხადა ერდოღანმა თავისი პარტიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მოსკოვმა თურქული შეიარაღებული ძალების ლიბიაში განთავსებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, რაზეც ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დარჩება უმოქმედოდ რუსი დაქირავებული მებრძოლების, ვაგნერის დანაყოფის წინააღმდეგ, რომლებიც ჰაფთარის ბანდფორმირებებს უჭერენ მხარს.

„რუსეთი აქ წარმოდგენილია 2000 ვაგნერის ჯარისკაცით, აგრეთვე აქ არიან თავმოყრილი ბოევიკები სუდანიდან და ლიბიიდან, ოფიციალურმა მთავრობამ დაპატიჟა ისინი? არა“ ,- განაცხადა ერდოღანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42