პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით, ხუთშაბათს სროლის შედეგად 2 ჯარისკაცი გარდაიცვალა ქაშმირის სადაო რეგიონში. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
არმიის მაღალჩინოსანთა განცხადებით, საზღვარზე ინდოელი ჯარისკაცების მხრიდან 36 საათის განმავლობაში ირღვეოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება , რა დროსაც დაიჭრა ათეულობით ჯარისკაცი, 2 მათგანის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. ინფორმაციას ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანელმა სამხედროებმა თავდასხმას ადეკვატურად უპასუხეს, რა დროსაც მძიმედ დააზიანეს ინდური ჯარის საგუშაგო, დაჭრეს რამდენიმე მებრძოლი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მას შემდეგ რაც, 1947 წელს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა ინდოეთმა , პაკისტანსა და ინდოეთს შორის ქაშმირის რეგიონზე სადაო საკითხთან დაკავშირებით, ორჯერ მოხდა შეიარაღბული კონფლიქტი- 2003 წელს კი ოფიციალურად გაფორმდა ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიუხედავად ამის ხშირად ხდება საზღვრისპირა ტერიტორიაზე დაპირისპირების გაღვივება.
მასალის გამოყენების პირობები






