ჟორდანიას კლინიკა - ლიდერი ინვიტრო განაყოფიერების მედიცინაში
საქართველოში ჟორდანიას კლინიკა უდავო ლიდერია უშვილობის დიაგნოსტირებისა და რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. მრავალწლიანი გამოცდილების, თანამედროვე ლაბორატორიებისა და პროფესიონალი ექიმების წყალობით იგი უმაღლეს სერვისს სთავაზობს პაციენტებს. ჟორდანიას კლინიკაში მუშაობენ როგორც ქართველი, ასევე ევროპის სხვადასსხვა ქვეყნებიდან მოწვეული ექიმები. სწორედ პროფესიონალი ექიმების დამსახურებაა, რომ ინვიტრო განაყოფიერების შედეგად გაბედნიერებული ადამიანების რიცხვი დღითი დღე იზრდება და ორსულობის დადგომის სიხშირემ უკვე 75%-ს მიაღწია.
რა პროცესებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება?
ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი საშუალოდ 2-დან 3 კვირამდე გრძელდება და მოიცავს რამდენიმე ეტაპს. განაყოფიერების პროცესი იდენტურია ქალის ორგანიზმში ბუნებრივად მიმდინარე განაყოფიერების პროცესისა, თუმცა ის ორგანიზმის გარეთ, ლაბორატორიაში მიმდინარეობს. განვიხილოთ 2-3 კვირის განმავლობაში გასავლელი პროცესები:
პირველი ეტაპია საკვერცხის სტიმულაცია მედიკამენტებით კვერცხუჯრედების მოსამწიფებლად. მედიკამენტების მიღება გრძელდება 3-14 დღე, გამომდინარე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. პარალელურად ხდება ფოლეკულებზე დაკვირვება ექოსკოპიის საშუალებით.
მეორე ეტაპია მომწიფებული კვერცხუჯრედის ასპირაცია. როდესაც ფოლეკულები განაყოფიერებისთვის „მზად“ არიან (აქვთ შესაბამისი ზომა.), უნდა მოხდეს მათი ორგანიზმიდან ამოღება. პარალელურ რეჟიმში ხდება მამაკაცის სპერმის მომზადება.
შემდეგი ნაბიჯია შერწყმა, კვერცხუჯრედის განაყოფიერება მამაკაცის სპერმით, რომლის შედეგად მიიღება ემბრიონი.
ბოლო ეტაპია ემბრიონის გადატანა ქალის საშვილოსნოში, სადაც ის, ბუნებრივად ჩასახული ბავშვის იდენტურად აგრძელებს ზრდა-განვითარებას.
არის თუ არა საშიში ჯანმრთელობისთვის?
ძალიან ბევრი კვლევის შედეგად არის დადასტურებული, რომ ინვიტრო განაყოფიერება მედიცინის დარგში უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია უშვილობის სამკურნალოდ. პროცედურების შემდეგ ქალები უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მათ არ აქვთ არანაირი დისკომფორტი. შემდგომ ორსულობა 9 თვის განმავლობაში მიმდიანრეობს ბუნებრივის იდენტურად. ამასთან, შედეგები აჩვენებს, რომ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვებსაც არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებთ და ისინი აქტიური და სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობენ.
დეტალური ინფომაციისთვის ეწვიეთ ჟორდანიის კლინიკის საიტს: www.zhordaniaclinic.ge
მასალის გამოყენების პირობები






