ბურკინა ფასოში ბოევიკების თავდასხმას 35 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, რომელთაგან უმრავლესობა, 31 მათგანი ქალია. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული თავდასხმა ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და სისლისმღვრელია. ინფორმაციას ავრცელებს TELEGRAPH-ი.
ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამბოხებულები თავდაპირველად სოუმის პროვინციაში სამხედრო საგუშაგოს დაესხნენ თავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯიჰადისტების თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწიეს სამხედროებმა, რომელთაც მხარდაჭერა აღმოუჩინეს ფრანგულმა საჯარისო შენაერთებმაც არტილერიისა და ავიაციის საშუალებით, რა დროსაც ორმხრივი სროლის დროს 80 ბოევიკი გარდაიცვალა და 7 სამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ჯარისკაცი. ბურკინა ფასოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.
უკანასკნელ პერიოდში მომძლავრდა ტერორისტული აქტების რაოდენობა აფრიკის ქვეყნებში, რაც მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევისა ჯიჰადისტებთან ბრძოლაში ვერ ასტაბილურებს სიტუაციას. ნოემბერში მალიში, ბურკინა ფასოს საზღვართან ფრანგული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რა დროსაც 13 სამხედრო გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები






