ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ავივ კოჩავიმ განაცხადა, რომ ისრაელი არ მისცემს უფლება ირანის შეიარაღებულ ძალებს, გამაგრდეს ერაყის ტერიტორიაზე. კოჩავიმ პრესკონფერენციაზე ბრალი დასდო ირანის ქუდსის სამხედრო ძალებს ერაყში შეიარაღების შეტანასა და სამხედრო ექსპედიციური კორპუსის დასაბანაკებლად ნიადაგის მომზადებისთვის. ამის შესახებ თურქული მედია, ANADOLU ავრცელებს ინფორმაცია.
მისი თქმით, თანამედროვე ტიპის შეიარაღება შეაქვთ ქუდსის ძალებს ერაყში ყოველდღიურად და ამის ფონზე მათთვის ერაყის ტერიტორიაზე ძლიერი სამხედრო კონტიგენტის ფორმირება მიუღებელია ისრაელისთვის,- განაცხადა გენშტაბის უფროსმა.
გამოცემის თქმით, კოჩავის განცხადებები არის საფუძველი იმისა, რომ ისრაელის მთავრობის ოფიციალურ პირებს მიეცეთ პოლიტიკური მოქმედების უფლება, რომლის შემდეგაც მოხდება ერაყში ირანული სამხედრო ძალების დაბომბვა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ ადრე აღნიშნა, რომ ერაყში საჰაერო თავდასხმების განხორციელებაის უკან ისრაელი იყო, რომლის შემდეგაც გააფრთხილა თეირანი, რომ ”ირანს არ აქვს იმუნიტეტი, არსად”.
მასალის გამოყენების პირობები






