ირანი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად გამართავს ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩინეთსა და რუსეთთან ერთად.
ამ დრომდე არ გაცხადებულა ინფორმაცია სამხედრო სწავლებების თარიღთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული წყაროები საუბრობენ, რომ სამხედრო მანევრები გაიმართება 27 დეკემბერს ინდოეთის ოკეანესა და ომანის ზღვას შორის არსებულ წყლებში. ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და პეკინს არ გაუკეთებიათ კომენტარი წვრთნებთან დაკავშირებით, სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით, საზღვაო სწავლებები დღის წესრიგშია უკვე დიდი ხანია.
ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთთან ირანელი მაღალჩინოსნების მხრიდან გამოწვეულია სპარსეთის ყურეში დაძაბულობის გაზრდით ირანსა და აშშ-ს შორის.
მასალის გამოყენების პირობები






