ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს კორეის ნახევარკუნძულს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მუქარის ფონზე, რომლებიც დაპირდნენ აშშ-ს, რომ საშობაო საჩუქარს გაუგზავნიან ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდით.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხმა თვითმფრინავმა- RC-135W, E-8C, RQ-4GLOBAL HAWk da RC-135S COBRA BALL- ი შენიშნეს ნახევარკუნძულის თავზე სამშაბათს საღამოსა და ოთხშაბათს დილით. ამ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული მედია .
იმავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თქვა, რომ აშშ "წარმატებით" გაუმკლავდება ნებისმიერ რამეს რასაც ჩრდილოეთ კორეა მათ გაუგზავნის, როგორც “საშობაო საჩუქარს“.
ტრამპმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეისგან მათ საშობაოდ შესაძლოა ისეთი მშვენიერი საჩუქარი მიიღოს, როგორიცაა „ლამაზი ლარნაკი“ , ვიდრე ბალისტიკური რაკეტის გაშვება.
მასალის გამოყენების პირობები






