ვლადიმერ პუტინმა პოლონეთი ჰიტლერთან გარიგებასა და ანტი-სემიტიზმში დაადანაშაულა. დაძაბულობა ძალზე მაღალ ნიშნულზეა მიღწეული მოსკოვსა და ვარშავის ურთიერთობებს შორის, ნატოსა და ევროკავშირის წევრ პოლონეთი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ შეინიშნება რუსეთის მხრიდან სამხედრო ავანტურისა და იმპერიალიზმის ტენდენციები. ამის შესახებ წერს ამერიკული მედია
„ისინი გარიგდნენ ჰიტლერთან, რასაც ნათლად მოწმობს არქივის დოკუმენტები. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პოლონელი ელჩი დაპირდა გერმანიას, რომ ჰიტლერის ქანდაკებას აღმართავდნენ ვარშავაში მისი პირობის შესრულების შემდეგ, რაც გულისხმობდა ებრაელების აფრიკაში გადასახლებას.“ ,- განაცხადა პუტინმა წლის შეჯამებისას თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არქივის მასალების საფუძველზე დადგინდა, რომ პოლონელმა ელჩმა სრული სოლიდარობა გამოუცხადა ჰიტლერს თავის ანტი-სემიტურ ხედვებში.
„ეს არის ხალხი, რომელიც მოლაპარაკებებს მართავდა ჰიტლერთან- საზოგადოება, რომელიც დღეს ანადგურებს თავისუფლების მომტანი მებრძოლების ქანდაკებებს, წითელი არმიის ჯარისკაცების მონუმენტებს, რომლებმაც ევროპა და ევროპელი ხალხი გაათავისუფლა ნაციზმისგან“.
პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა ოფიციალური ვარშავა და გააკრიტიკა მოსკოვი სტალინისტური პროპაგანდის განახლებასა და დაახლოების, ურთიერთობის დალაგების ხელშეშლაში.
მასალის გამოყენების პირობები






