პატიმრებს მონურ პირობებში უწევთ მუშაობა - რა აღმოაჩინა 6 წლის ბრიტანელმა გოგონამ საშობაო მისალოც ბარათში
მსოფლიო - 16:23, 24 Dec, 2019     1182

ბრიტანულმა სუპერმარკეტების ქსელმა, ტესკომ შეაჩერა საშობაო ბარათების გაყიდვა მას შემდეგ, რაც 6 წლის ინგლისელმა გოგონამ მისალოც ბარათში უცნაური წერილი აღმოაჩინა, სადაც პატიმრები წარმომავლობის დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას ავრცელებს GUARDIAN-ი.

კომპანიის მიერ გაცხადებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათმა ჩინეთში არსებულმა ქარხანამ ფუნქციონირება შეაჩერა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულებს იძულებით ამუშავებენ სხვადასხვა პროდუქციების დამზადებასა და შეფუთვებზე.

მედიაში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 6 წლის გოგონამ, ფლორენს ვიდიკომბმა სამხრეთ ლონდონში, სუპერმარკეტში შეძენილი საქველმოქმედო საშობაო ბარათი გახსნა, აღმოაჩინა სრულიადნ უცნობი ადამიანის მიმართვა დახმარების შესახებ.

„ჩვენ უცხოელი პატიმრები ვართ შანხაის ქინგპუს ციხიდან, რომლებსაც გვაიძულებენ მუშაობას ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ. გთხოვთ დაგვეხმაროთ და შეატყობინოთ ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს“ ,- წერს ერთ-ერთი პატიმარი.

მან აგრეთვე მოითხოვა, რომ ეს შეტყობინება გადაეცათ ჟურნალისტი პიტერ ჰამფრისთვის, რომელმაც 23 თვე გაატარა ქინგპუს ციხეში. ფლორენსის მამა, ბენ ვიდიკომბი დაუკავშირდა ჰემფრის, რომელმაც ზემოხსენებულის შესახებ შემდგომ SUNDAY TIMES-ს მიაწოდა ინფორმაცია.

ჟურნალისტის განცხადებით, იგი დაუკავშირდა ყოფილ პატიმრებს, რომელთაგან ერთ-ერთმა თქვა, რომ ორი წლის განმავლობაში ტესკოს სხვადასხვა სახის, მათ შორის მისალოც ბარათებს ამზადებდა. მისი თქმით, მათ აგრეთვე აიძულებდნენ ტესკოს სასაჩუქრე ბარათების შეფუთვასაც.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა აგრეთვე სუპერმარკეტების ქსელის სპიკერი, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი ემიჯნებიან და გმობენ პატიმრების გამოყენებას მუშახელად და არასდროს დაუშვებენ მსგავს ამორალურ ქმედებას. „ ჩვენ შოკირებული ვართ აღნიშნული ბრალდებით, რის გამოც დაუყოვნებლივ შევაჩერეთ იმ ქარხნის ფუნქციონირება, სადაც მზადდებოდა ბარათები“. მათი თქმით, დაწყებულია და ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42